აირსოფტი არის გუნდური საბრძოლო სპორტული თამაში, რეალისტური იარაღებით. შინაარსობრივად იგივეა რაც პეინტბოლი, ოღონდ არ ხდება საღებავების სროლა, იარაღები არის ნამდვილის კოპიები, ისვრის უფრო შორს, მაგრამ ბევრად ნაკლები წონის ტყვიებს რის გამოც ნაკლებად ტრავმატულია. ასევე არ არის საჭირო სპეციალური წყალ-გაუმტარი ფორმების ჩაცმა და შესაძლებელია თამაში ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმლით

 პოლიგონზე თამაში არის უფასო თუ ყველაფერი გაქვთ საკუთარი (იარაღი, ტყვიები, ბატარეა, სათვალე, ტანსაცმელი და ა.შ.). უბრალოდ მოგიწევთ რიგში ჩადგომა როგორც სხვებს თუ თამაში უკვე დაწყებულია ან დაჯავშნულია. სხვა შემთხვევაში ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ სასურველი ნივთი სათამაშოდ.

 

სათამაშოდ აუცილებელია მხოლოდ ხარისხიანი სათვალე და იარაღი. სხვა დანარჩენი არის ნებაყოფლობითი (ფორმა, განტვირთვის ჟილეტი, მასკა, კასკა, ხელთათმანი და ა.შ.)

ავტომატური იარაღის ტყვიის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე არის 400 FPS (120 მ/წ) დიდ პოლიგონებზე. პატარა პოლიგონებზე 350 FPS (110 მ/წ).

სნაიპერული იარაღის – 550 FPS (170 მ/წ).

0.2 გრამიანი ტყვიებით.

მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს Z87.1 სასურველია არ იხმაროთ ჩინური სათვალე.